რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ეს გამარჯვება და პირველი ოქტომბერი ვერ მოხდებოდა, მეგობრებო. ეს არის უშუალოდ ერთი კაცის დამსახურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 11 წლის იუბილესთან დაკავშირებით „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ეს გამარჯვება და პირველი ოქტომბერი ვერ მოხდებოდა, მეგობრებო. ეს არის უშუალოდ ერთი კაცის დამსახურება. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ადამიანები და საზოგადოება ყოველთვის იკრიბება და შეიკრიბება, მაგრამ ლიდერის გარეშე ასეთი გარდამტეხი, ისტორიული გამარჯვების მიღწევა იყო შეუძლებელი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.