ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია შეძლო და ასე შეიცვალა მაშინ ხელისუფლება. რომ არა მისი პიროვნული ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ვერ შედგებოდა

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია შეძლო და ასე შეიცვალა მაშინ ხელისუფლება. რომ არა მისი პიროვნული ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ვერ შედგებოდა

ბიძინა ივანიშვილმა თავის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია შეძლო და ასე შეიცვალა მაშინ ხელისუფლება. რომ არა მისი პიროვნული ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ვერ შედგებოდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

კობახიძემ 2012 წლამდე არსებული პოლიტიკური ვითარება შეაჯამა. კერძოდ, რატომ ვერ ახერხებდა ოპოზიცია გამარჯვებას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და როგორ შეძლო ეს ბიძინა ივანიშვილმა.

„2012 წლამდე მაშინდელმა რეჟიმმა მოახერხა თავის ხელში აბსოლუტურად ყველაფრის თავმოყრა, კონსოლიდაცია. ეს იყო მედიასაშუალებები, ეკონომიკის სექტორი, მათ შორის, ეს იყო პოლიტიკური სპექტრი, სადაც მაშინდელ რეჟიმს გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა. იყვნენ ფიქციური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ფიქციური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ამ პირობებში, მიუხედავად სერიოზული მუხტისა, რომელიც დაგროვილი იყო საზოგადოებაში, ვერ ხერხდებოდა ამ რეჟიმის შეცვლა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რეჟიმის შეცვლაზე გადამწყვეტი გავლენა პიროვნულად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა.

„რეალურად მაშინ გადამწყვეტი გავლენა ხელისუფლების, რეჟიმის შეცვლაზე მოახდინა სწორედ პიროვნულად ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ჰქონდა სუფთა წარსული, რომელიც არ იყო დამოკიდებული არც მაშინდელ რეჟიმზე და არც ვინმეზე. ზოგადად, ის იყო დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც ჰქონდა ძალიან სერიოზული წარსული, მათ შორის, თავისი ქველმოქმედებით, რომელსაც ის წლების განმავლობაში ახორციელებდა. ამ ყველაფრითა და მისი ინტელექტუალური რესურსით, ადამიანმა თავის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია შეძლო და ასე შეიცვალა მაშინ ხელისუფლება. რომ არა მისი პიროვნული ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ვერ შედგებოდა“, - აღნიშნა კობახიძემ.