ლევან ხაბეიშვილი: წარმოუდგენელია ნიკა გვარამიასთან პროდასავლური პარტია, პროდასავლური კოალიცია არ განიხილავდეს თანამშრომლობას

ლევან ხაბეიშვილი: წარმოუდგენელია ნიკა გვარამიასთან პროდასავლური პარტია, პროდასავლური კოალიცია არ განიხილავდეს თანამშრომლობას

ლევან ხაბეიშვილმა ნიკა გვარამიას პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის წარმოუდგენელია, პროდასავლურმა ძალებმა გვარამიასთან თანამშრომლობა არ განიხილონ.

„ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის და არა ოპოზიციის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა, ცხადია, კარი არის ღია. არავის გარიყვას პროცესიდან არ ვაპირებთ, უბრალოდ კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა გადალახონ გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები. წარმოუდგენელია ნიკა გვარამიასთან პროდასავლური პარტია, პროდასავლური კოალიცია არ განიხილავდეს თანამშრომლობას. მას ბრძოლის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გარკვეულ ფორმატში მასთან თანამშრომლობა, ურთიერთობა მოგვიწევს“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

„მე მგონია, რომ საკუთარი თავი ამოვწურე წამყვანის მაგიდასთან, ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ამ წუთას არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა“, - ამის შეასხებ ნიკა გვარამიამ განაცხადა.