კეზერაშვილის მიერ შეკვეთილი კვლევაზე არის ერთადერთი მოკლე პასუხი - მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ედისონ რისერჩის“ კვლევებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მიმართულებით „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს.
„კეზერაშვილის მიერ შეკვეთილი კვლევა არის ერთადერთი მოკლე პასუხი - მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო, ეს ქართული ანდაზებიდან ალბათ, გახსოვთ. გვაქვს საკმაოდ სერიოზული კვლევები ჩატარებული. რასაკვირველია, ეს ჩვენი შიდა სამუშაოა. ინტენსიურად ვაკეთებთ ამ კვლევებს და დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მიმართულებით „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, „ქართულ ოცნებას“ 37%, „გამარჯვების პლატფორმას“ კი 22%, აქვს.