უნდა გადაფაროს თუ არა ბიუჯეტმა პენსიონერების კრედიტები?

უნდა გადაფაროს თუ არა ბიუჯეტმა პენსიონერების კრედიტები?

არჩევნების მოახლოებისთანავე პენსიონერების საკითხით სპეკულაცია დღის წესრიგში წინა პლანხე ინაცვლებს. ამჯერად საქმე ეხება 360 ათასი ხანდაზმული ადამიანის საპენსიო სესხის განულებას, რომელიც თურმე ბიუჯეტმა უნდა გადაფაროს. ოპოზიციამ ეს საკითხი უკვე დააყენა, რასაც მთავრობა ეწინააღმდეგება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახადი იდეა წამოაყენა და პენსიონერების გულის მოებას შეეცადა. როგორც „ნაცმოძაობასთან“ ახლახან გაერთიანებულმა და ყოფილმა ნაციონალმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ბიუჯეტს აქვს ჭარბი თანხა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხმარდეს პენსიონერების სესხების განულებას.  მანვე ხაზი გაუსვა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს „ლიბერთი ბანკისგან“ სესხები კაბალურ პირობებში აქვთ აღებული.

„ჩვენ, „გამარჯვების კოალიციის“ წევრები, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, დავუჭიროთ ბიუჯეტს მხარი ერთ შემთხვევაში - თუ ამ თანხიდან 400 მილიონი მოხმარდება საპენსიო სესხების გასტუმრებას.

ეს არის ჭარბი თანხა, რომელიც მიიღო ბიუჯეტმა და ვფიქრობთ, რომ ყველაზე სწორი იქნება თუ პენსიონერებს გავუსტუმრებთ იმ კატასტროფულ, კაბალურ პირობებში აღებულ ვალებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით სრულიად სხვაგვარი შეხედულება აქვთ მთავრობაში. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პენსიონერებისთვის საპენსიო სესხების განულება მიზანშეწონილი არაა, რადგან ეს არის მოქმედი პროდუქტი და მომავალშიც იგივე მოცემულობის დადგომის დიდი ალბათობა არსებობს. შესაბამისად, საპენსიო სესხების განულება არც მომდევნო წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაშია გათვალისწინებული.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ პენსიონერების ვალების განულებაზე, ამ შემთხვევაში, რას ვშვრებით, ვაუქმებთ მომავალში საპენსიო სესხს? ვთქვათ, 400 მლნ მოვაკელით სხვა რაღაცას და გადავიხადეთ საპენსიო სესხების განულებაში, შემდეგში რას ვშვრებით? ხვალ რომ 360 ათასის ნაცვლად, 800 ათასმა პენსიონერმა აიღოს სესხი, ვუკრძალავთ სესხის აღებას თუ შემდეგ ისიც უნდა დავფაროთ? რა მიდგომა გვაქვს?

თუ რაღაც პროდუქტი არსებობს და იმ პროდუქტის გამოყენება ხვალაც გრძელდება, ამ შემთხვევაში, მისი გადახდა ბიუჯეტიდან არ არის სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ავტომატურად ერთ თვეში შეიძლება დადგე იგივე მოცემულობის წინაშე. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ ახლა 400 მლნ, რომელიც დაახლოებით 30 ლარით რომ გაზარდო პენსია ამას ჰყოფნის წლიურად, გადავიხადოთ პენსიონერების ვალის დაფარვაში“, - განაცხადა კაკაურიძემ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა კაკაურიძის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, პენსიონერებს დღეს პურსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ და ამიტომ წამოაყენა ეს იდეა.

ლაზი სახელმწიფომ არც პენსიონერების ვალები უნდა დაფაროს და არც სტუდენტების დავალაინება უნდა გაენოლებინა. ამას არანაირი რეალური ეფექტიანობა არ ექნება. ხვალ იგივე სტუდენტები ისევ დავალიანებაში იქნებიან. უფრო მეტი პენსიონერები (მათი ოჯახის შრომისუნარიანი, უსაქმური წევრების წყალობით) აღმოჩნდებიან გადახდისუუნაროები.
არავითარი ხარისხობრივი სარგებელი სკოლაში არ მოაქვს მასწავლებლების სახელფასო დანამატებს, რომელიც ძირითად ხელფასს აჭარბებს. არანაირ მოტივაციას არ შექმნის მასწავლებელთა დაანონსებული 10 000 ლარიანი ჯილდოები.
ეს ყველაფერი ელექტორალურ ეფექტსაც კი არ შექმნის არჩევნებზე.
ყოვლად და საქვეყნოდ საზიანო შედეგი მოაქვს სოციალურად დაუცველთა, არსებული წესით გაცემულ, დახმარებებს, რომელმაც დააკნინა შრომით მიღებული შემოსავალი. ათასნაირ ხრიკებს იგონებენ და იყენებენ სოც. დაუცველის სტატუსის მისაღებად, სავსებით შრომისუნარიანი ადამიანები.
ასე ვერასოდეს შეიქმნება შრომის უპირატესობა უსაქმურობაზე და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქმედების გამო.
უფრო მეტიც, არც ერთი მომუშავე პენსიონერი არ უნდა იღებდეს სახელმწიფო პენსიას. ეს აფერხებს თაობათა ცვლას ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო სექტორში.
საერთოდ გაუგებარია საპენსიო ასაკის სქესობრივი დიფერენცირება. პენსიზე გასლვლის ასაკი ყველასათვის უნდა იყოს ერთნაირი, მაგ. 63 წელი, მაგრამ პენსია უნდა დაენიშნოს მხოლოდ არამომუშავე პენსიონერებს. უკიდურეს შემთხვევაში ნახევარ განაკვეთზე გადასვლა მაინც უნდა იყოს აუცილებელი პირობა. ამ წესით, შესაძლებელი გახდება პენსიების მინიმუმ 50%-ით გაზრდა, მათთვის ვინც მართლა საჭიროებს პენსიაზე გასვლას.
7 თვის უკან