ჯონ ტერი „ჩელსისთან“ ხელშეკრულებას აგრძელებს

ჯონ ტერი „ჩელსისთან“ ხელშეკრულებას აგრძელებს

რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ინფორმაცია რომ უახლოეს დღეებში ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი ამჟამინდელ გუნდთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

33 წლის ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. რამდენიმე დღის წინ „ჩელსიმ“ წამყვან მოთამაშეს ახალი ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.

ჯონ ტერი „ჩელსიში“ 1998 წლიდან ასპარეზობს. ამ გუნდის მაისური 383 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო და 32 გოლი გაიტანა. 2000 წელს ფეხბურთელი დროებით კლუბ „ნოტინჰემ ფორესტში“ იყო განათხოვრებული.

„ჩელსის“ კაპიტანი ინგლისის ეროვნულ გუნდში 2003-2012 წლებში გამოდიოდა და 78 შეხვედრა ჩაატარა.