საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის ცენტრალურ მატჩში „ალ-ნასრმა“ „ალ-აჰლის“ უმასპინძლა და გულშემატკივარმა ძალიან მაგარი თამაში იხილა.
ორივე გუნდი სავსეა ვარსკვლავებით, ერთ მხარეს კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე, მარსელო ბროზოვიჩი, ემერიკ ლაპორტი და სხვები არიან, მეორე მხარეს ედუარ მენდი, რიად მაჰრეზი, რობერტო ფირმინო, ფრანკ კესი და სხვები...
„ალ-ნასრმა“, რომელმაც საუდი პრო ლიგა მიჯრით ორი წაგებით დაიწყო, მოახერხა მოგება და ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო ჩემპიონატში. ორ-ორი გოლი გაიტანეს კრიშტიანუ რონალდუმ და ანდერსონ ტალისკამ. სტუმართა რიგებში თავი ფრანკ კესიმ, რიად მაჰრეზმა და ფერას ალ ბრიკანმა გამოიჩინეს. შედეგად, „ალ-ნასრმა“ 4:3 მოიგო.
„ალ-ნასრი“ და „ალ-აჰლი“ 7 ტურის შემდეგ 15-15 ქულით მეხუთე მეექვსე ადგილებს იყოფენ, ლიდერ „ალ-იტიჰადს“ კი 3 ქულით ჩამორჩებიან.
კრიშტიანუ რონალდუ 9 გოლით პირველ ადგილზეა ბომბარდირებში, მასთან ყველაზე ახლოს მალკომი, სალემ ალ დავსარი, მუსა დემბელე და სადიო მანე არიან 6-6 გოლით.