მარტინ ოდეგორმა

მარტინ ოდეგორმა "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის „არსენალმა“ მარტინ ოდეგორთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმეს, თუმცა, ზუსტი თარიღი უცნობია.

მარტინ ოდეგორი „არსენალში“ 2020 წლიდან თამაშობს და 112 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „რეალის“, „ჰერენვენის“, „ვიტესის“ და „სოსიედადის“ წევრი იყო.