არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: 4 ოქტომბერი რატომ გახდა საშიში, ვერ ვხდები, როცა დემოკრატია არ მუშაობს, ხდება ის, რაზეც ლევან ხაბეიშვილი საუბრობს

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: 4 ოქტომბერი რატომ გახდა საშიში, ვერ ვხდები, როცა დემოკრატია არ მუშაობს, ხდება ის, რაზეც ლევან ხაბეიშვილი საუბრობს

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი რუსთავის ციხეში ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მოინახულებს.

როგორც მან ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ განცხადებებში მხოლოდ თავისუფლებაზე და ხალხის უფლებებზე ისაუბრა, რის გამოც არ შეიძლება პატიმრობაში იყოს.

ლევანს [ხაბეიშვილი] არაფერი უთქვამს, რაც ეწინააღმდეგება ან ეკლესიურ ან სახელმწიფო კანონმდებლობას, ის საუბრობს მხოლოდ თავისუფლებაზე და ხალხის უფლებებზე, ამიტომ, ამის გამო არ შეიძლება ციხეში იყოს, მით უმეტეს არ შეიძლება, რომ მას ზიარება აეკრძალოს, ასეთი დანაშაული მას არ ჩაუდენია. რასაც სახელმწიფო გადაწყვეტს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით, არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, მაგრამ ეკლესიურად ლევანს არანაირი დანაშაული არ მიუძღვის და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვართ, ვაზიაროთ ადამიანი, რომელიც განსაცდელშია.

4 ოქტომბრამდე ბევრი აქცია იყო დაანონსებული და ყველას გვქონდა ამის უფლება. 4 ოქტომბერი რატომ გახდა საშიში, ვერ ვხდები, რადგან ამის უფლება აქვს პოლიტიკოსებსაც და პირველი არ არის. პირველი რომ ყოფილიყო, მაშინ ცოტას დავეჭვდებოდი, რომ რაღაც დააშავეს. როცა დემოკრატია არ მუშაობს, მაშინ ხდება ის, რასაც ლევანი ამბობს. იმედი მაქვს, მთავრობის და ხალხის, რომ სისხლი არ დაიღვრება. საკმარისია ის, რაც უკვე დაიღვარა, მით უმეტეს 90-იანები წლები ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს და ამას არ დაუშვებს არც ერი და არც მთავრობა 4 ოქტომბერს. ამიტომ, მშვიდობიანი პროტესტი ყოველთვის დასაშვებია და მისაღებია, არავინ არ უნდა დაღვაროს სისხლი. ამას ვეუბნები ხალხსაც და მთავრობასაც, ხალხი არ აპირებს, მაგრამ მთავრობისგან იყო რამდენჯერმე, რაც დიდი შეცდომაა და ეს არ უნდა გაიმეოროს", - განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.