ამერიკელმა ქალმა შვილი 50 Cent-ის კონცერტზე გააჩინა. ამის შესახებ Page Six-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ვაშინგტონის შტატში მოხდა. როდესაც ქალი ცუდად გახდა, მასთან არენაზე მორიგე ექიმები მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ ქალს მშობიარობა დაეწყო და მისი კლინიკაში გადაყვანის დრო არ იყო.
მედიკოსებმა ზეწრებით დარბაზის ნაწილი გადაკეტეს, რათა ქალისთვის შედარებითი კომფორტი შეექმნათ, რის შემდეგაც მან გოგო გააჩინა. დედა და შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.