ეროვნულმა ბანკმა კონსტიტუციის წინაშე უკან დაიხია და ფარცხალაძის გაყინული ანგარიშები „გაალღო“

ეროვნულმა ბანკმა კონსტიტუციის წინაშე უკან დაიხია და ფარცხალაძის გაყინული ანგარიშები „გაალღო“

ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და ოთარ ფარცხალაძეს ანგაიშებზე წვდომა აღუდგინა. გადაწყვეტილებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მოწინააღმდეგეების, ასევე მხარდამჭერების მხრიდან. საბოლოო ჯამში, მსჯელობა მიდის იმაზე, რა უფრო პრიორიტეტულია ქვეყნისთვის – კონსტიტუციის დაცვა თუ ე.წ. საერთაშორისო სანქციები, რომელიც უკრაინის მთავრობის რეკომენდაციებს ეყრდნობა.

„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში, რომლის თანახმად, ამ წესით გათვალისწინებული სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:

ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით შეისწავლის და განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანს სანქციების გვერდის არიდების თითოეულ სავარაუდო შემთხვევას და რისკებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალების შესახებ“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს. „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მყისვე დაგმო ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ნათია თურნავას უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები. პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი. ქვეყანა ჩააყენა უდიდესი რისკის ქვეშ“, - დაწერა გოცირიძემ სოციალურ ქსელში.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის პირად მითითებად მონათლა.

„სებ-ის ბრძანება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად მიტაცებულია. რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითება, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეცვლას ვერავინ გაბედავდა. საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრული სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ინტერესების გატარებაში ბრალდებული პირის ინტერესების დასაცავად, სებ-ი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას, ასევე, ყველა მოქალაქეს, ვინც ამ სისტემით სარგებლობს. ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიის ტოლფასია.

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის ბედი, ნათია თურნავასა და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ასევე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტი ხდება, ეს ამ ხელისუფლების არაადეკვატურობისა და ანტიეროვნულობის კიდევ ერთი მაგალითია. ამ გადაწყვეტილებით, საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

სინამდვილეში კი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სანქციათა რეჟიმების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასების საგანია. ეკონომისტი ოთარ ანგურიძე მიიჩნევს, რომ სებ-ის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. მართალია, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს მოქალაქეს საერთაშორისო სანქციები დაუწესდა, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის თითოულ მოქალაქეს გარანტირებული აქვს უსაფრთხოება.

„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა საქართველოს მოქალაქეა სანქცირებული, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ ან საგამოძიებო უწყებამ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეეზღუდოს ანგარიშებზე წვდომა. ყოველ შემთხვევაში, სასამართლოს არანაირი გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი“, - განაცხადა ანგურიძემ.

მისივე თქმით, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები კონსტიტუციითა დაცული, სებ-ის წინა გადაწყვეტილება მოდიოდა კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში და ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილებები სწორედ ამის გამო შეიტანა.

იგივე და კიდევ უფრო მტკიცე პოზიციაზეა ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე. მისი შეფასებით, სებ-ის თავდაპირველი კომენტარები რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვერც ოპოზიციის ექსპერტებმა უარყვეს და კარგია, რომ თავად ეროვნულმა ბანკმა გააკეთა შესწორება, თავისი, ვფიქრობ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არაერთ რუსულ კომერციულ თუ სახელმწიფო კომპანიას თუ ბანკებს დაედო საერთაშორისო სანქციები. სანქციებს დაექვემდებარა რუსი ბიზნესმენები თუ სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები თუ პუტინის უახლოესი გარემოცვაც. სანქცირების სიაში მოყვნენ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან აფილირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირებიც.

ქართულ საზოგადოებაში გარკვეული გაურკვევლობა და ვნებათაღელვა მოჰყვა ერთი მხრივ აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილებას და პარალელურად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს.

ოპოზიციურმა მედიამ, როგორც მას ჩვევია, აიტაცა ირაკლი კობახიძის კომენტარი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, სადაც მან სებ-ის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების ნაწილში, საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევად შეაფასა, რადგან თავისი არსით არის რა სისხლის სამართლებრივი სანქციები, ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგება.

უფრო გასაგები რომ იყოს, აღვნიშნავ, რომ ერთი მხრივ, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად; მეორე მხრივ კი, სებ-ის თავდაპირველი კომენტარები, რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, ვერც ოპოექსპერტებმა უარყვეს და კარგია, რომ თავად ეროვნულმა ბანკმა გააკეთა შესწორება, თავის ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკი მოქმედებს რა სანქცირების საერთაშორისო წესებით, უზრუნველყოფს საბანკო სექტორის უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, არანაირი რისკი საბანკო სექტორზე არ გადადის და არც მის შეუფერხებელ საქმიანობას ემუქრება რაიმე საფრთხე! თუ რისკებზეა საუბარი, კიდევ უფრო მიუღებელია და მაღალ რისკს ატარებს მოთხოვნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე ნათია თურნავაზე სანქციების დაწესების და იმპიჩმენტის მოთხოვნა, რასაც რადიკალური ოპოზიცია რომან გოცირიძის პირით აანონსებს! აქედანაც ჩანს თუ რა არის ოპოფლანგის რეალური მიზანი ამ კონკრეტული სანქციის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევაში!“ – დაწერა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტმა ლადო პაპავამ კი ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, კონსტიტუციური სისტემა იყოს ბოლომდე დაცული. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო ცვლილება სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

„ნებისმიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ კონსტიტუციური სისტემა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა იმიტომ, რომ ნებისმიერი გადახვევა კონსტიტუციიდან ეს არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება სახელმწიფოსთვის. ზუსტად ამ პრინციპით უნდა მოქმედებდეს და მოქმედებს კიდეც ქართული სახელმწიფო. ამიტომ, ის ცვლილებები, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა, სრულ შესატყვისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და აუცილებელი იყო ამ ცვლილებების სწორედ ამ ფორმატით მიღება“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

Aburjga Tasmanieli აქ საქმე ფარცხალაძეში არ არის! არც კონსტიტუციაშია ! საქმე იმაშია რომ ეს ყაჩაღი აშშ მოაჯდა თავს დედამიწას, ცალ ხელში დოლარის საჭრელი მანქანა უჭირავს, მეორე ხელში თერმობირთვული დუბინკა, ორკაპა ენით დემოკრატიაზე გაჰკივის და საკუთარ ფეკალიევბს (ლგბტ) თავზე გვაწუწავს! ეს სანქციები ან ინდოეთს ან ბრაზილიას არაფერს ვამბობ ბურკინა-ფასოზე, რომ დაეწესებინა ფარცხალაძისათვი მაშინ რა, თბს და საქართველოს ბანკი დაუყადაღებდნენ ანგარიშებს?! სანქციების დაწესების უფლება აქვს მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ისიც სახელმწიფოებზე და არა ადამიანებზე! გასაგებია? არა ხომ? მაშინ დაუწესოს საქართველომსანქციები ტედ კრუზს ან ვიქტორია ნულანდს და ვნახოთ რა რეაქცია ექნება აშშ-ს ცენტრალურ ბანკს?! გაუყინავენ ამ პატივცემულ გვამებს ანგარიშებს?! რა ვქნათ 21 -ე საუკუნეში, ამ გაბარბალებულ დემოკრატიაშიც აღარ გათავდა ეს მგელი და კრავის იგავარაკი? ! ფუი ეშმაკს ანუ აშშ-ს!
1 წლის უკან
ცუგო- რას ამბობთ? ასეთი არადამოკრატიული მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა, ჟანდარმი ეხლა მსოფლიოში დადის, წითელ ლამპასეში, ლურჯ ფრაკში და ვარსკვლავებით დახუნძლული...
1 წლის უკან
Maverick ჩოპრა, ცუგო, ძმებო! ქართული სახელმწიფო თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისაკენ და მისასალმებელია, არის ხარვეზები, მაგრამ, თუნდაც 40 - 50 წელი დაუძინებელი მეგობრებისგან ორმაგ სტანდარტებში, წარმოუდგენეწლ ცრუ პრესში და სანქციებში მყოფი ქვეყნისათვის უდიდესი მიღწევაა!
1 წლის უკან