ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს – ოსკარის მფლობელი მსახიობი და იტალიური კინოს საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო ქალი შემსრულებელი სოფი ლორენი დღეს 89 წლის გახდა.
სოფის, როგორც მსახიობის დებიუტი 1950-იან წლებში შედგა, როდესაც მან 1957 წელს ფილმებში „ბიჭი დელფინზე“ და „სიამაყე და ვნება“ ისეთ მსახიობებთან ერთად ითამაშა, როგორებიც კერი გრანტი და ფრენკ სინატრა იყვნენ.
ლორენმა 1960 წელს ვიტორიო დე სიკას კარიერის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმში La ciociara-ში ითამაშა, რომელმაც არაერთი ჯილდო მიიღო.
1964 წელს სოფი ლორენმა მიიღო 1 მილიონი აშშ დოლარი მთავარი როლისთვის ფილმში „რომის იმპერიის დაცემა“ და გახდა ყველაზე პოპულარული ქალი მსოფლიოში.