რიანა და A$AP Rocky ახალშობილ ვაჟთან ერთად პირველად გამოჩნდნენ

რიანა და A$AP Rocky ახალშობილ ვაჟთან ერთად პირველად გამოჩნდნენ

რიანამ და A$AP Rocky-მ მათი ახალშობილი შვილი მსოფლიოს გააცნეს. წყვილს ვაჟი ცოტა ხნის წინ შეეძინა, პატარას ფოტოები კი საზოგადოებას ახლახან გაუზიარეს.

რიანამ საზოგადოებას ორსულობის შესახებ Super Bowl-ზე გამოჩენით თებერვალში ამცნო. ინტერვიუებში კი განაცხადა, რომ მეორე ორსულობისას ყველაფერი განსხვავებულია, თუმცა თავს ენერგიულად და ბედნიერად გრძნობს.

ვარდისფრებში გამოწყობილი პატარა ერთ-ერთ ფოტოში დედასთან და მამასთან ერთადაა. მეორე ფოტოში ახალშობილი დედას უჭირავს, კიდევ ერთ ფოტოში კი მთელ ოჯახს ერთად ვხედავთ.

შეგახსენებთ, რომ რეპერ A$AP Rocky-სა და რიანას 2022 წლის მაისში პირველი შვილი შეეძინათ, თუმცა თვეების განმავლობაში არც ბავშვის ფოტოები გაუზიარებიათ სოციალურ ქსელებში და არც მისი სახელი. მომღერლებმა მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობა 2020 წლის ნოემბერში დაიწყეს.

2020 წელს Vogue-თან ინტერვიუში რიანამ განაცხადა, რომ ცხოვრების შეცვლას სურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში აპირებს, რომ სამი ან ოთხში შვილი ჰყავდეს. A$AP Rocky-ის თქმით, კი საუკეთესო განცდაა, როცა ცხოვრების სიყვარული ნაპოვნი გყავს და მომღერალს ისიც სურს, რომ საუკეთესო მამა იყოს.