ხორბალთან დაკავშირებით გაურკვევლობა და დაპირისპირება გრძელდება როგორც ევროპაში, ასევე საქართველოშიც. თუკი ჩვენთან პროტესტის ფორმები გაცილებით მსუბუქი და კორექტულია, განვითარებულ დასავლეთში საქმე სკანდალამდეც კი მივიდა. ევროპის 5 ქვეყანა არ აპირებს ბრიუსელის მითითებას დაემორჩილოს და უკრაინულ მარცვლეულს კარი გაუღოს. საპასუხოდ კი კიევი ევროსასამართლოში ჩივილით და საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება.
სანამ ევროპაში დიდი სკანდალი მწიფდება, საქართველოში უფრო მშვიდი ვითარებაა, თუმცა ხორბლის მწარმოებლები და გადამამუშავებლები მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. 10 ნოემბერს იწურება მთავრობის მიერ 10 ივნისიდან ფქვილის იმპორტზე ამოქმედებული გადასახადი, რომელიც ხელისუფლებამ დარგის წარმომადგენელთა მოთხოვნით შემოიღო. წისქვილკომბინატების მუშაობა იმაზე იქნება დამოკიდებული გაახანგრძლივებს თუ არა გადასახადის მოქმედების ვადას მთავრობა.
საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში, მეხორბლე ფერმერების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ერთი კილოგრამი ხორბლის გასაყიდი ფასი 40 თეთრია, მაშინ როცა მოყვანა 70 თეთრამდე დაუჯდათ.
„ჩვენ მზად ვართ ფერმერებთან გავმართოთ კომუნიკაციები და კონსულტაციები და მივიღოთ კომპრომისული გადაწყვეტილებები, რადგან აუცილებელია წისქვილებმა იმუშაონ, აუცილებელია ფქვილის იმპორტი და აუცილებელია ადგილობრივ ფერმერებს ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ახლა ველოდებით გადაწყვეტილებას მთავრობის მხრიდან, თუ როგორი მიმართულებით წავიდეთ, გაგრძელდება ის გადაწყვეტილება (ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადი), რომელსაც 10 ნოემბერს გასდის ვადა, თუ გარკვეულწილად, ეს გადაწყვეტილება მოქმედებას შეწყვეტს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი შემდგომი მოქმედებები, როგორც ხორბლის ბაზარზე იმპორტის მიმართულებით, ისე ხორბლის ბაზარზე ადგილობრივი ფერმერების მიმართულებით“, - აღნიშნა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკოფერენციაზე სილაგავამ.
საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებით დროებითი მოსაკრებლის დაწესების შემდეგ, ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა ამოქმედება და ქართული ხორბლის ჩაბარება დაიწყეს 70 თეთრად, თუმცა ფასის კლებიდან გამომდინარე ხორბლის ფასი დავარდა.
„წისქვილკომბინატებმა ავიღეთ ვალდებულება, რომ ჩაგვებარებინა ხორბალი იმ ფასად, რომელიც მისაღები იქნებოდა ფერმერებისთვის. ჩაბარება ივნისიდან დაიწყო, როდესაც ხარისხის შესაბამისად, 70 თეთრად მივიღეთ 1 კგ ხორბალი, თუმცა ფასის კლებიდან გამომდინარე ძველი ხორბლის ფასი დავარდა. ხარისხის მხრივ პრობლემა შეიქმნა კახეთის მხარეს, ვინაიდან წვიმები იყო, შიდა და ქვემო ქართლში ხარისხის მაჩვენებელი განსხვავებული იყო, შესაბამისად ამ რაიონებიდან დღესაც ვიღებთ ხორბალს ხარისხის მიხედვით. მინდა აღვნიშნო, რომ წისქვილკომბინატებისთვის მნიშვნელოვანია ხორბლის ხარისხი, სხვა შემთხვევაში ის ხორბალს ვერ გადაამუშავებს“, - თქვა სილაგავამ.
მარცვლეულთან დაკავშირებით კიდევ უფრო დიდი გაურკვევლობაა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ევროპაში საქმე უკვე სკანდალამდეც მივიდა. საქმე ისაა, რომ 15 სექტემბერს, ევროკომისიამ 5 ქვეყანაში - პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში, უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ გაახანგრძლივა, თუმცა პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ცალმხრივად გააგრძელებენ.
პოლონეთის მთავრობა დაიმუქრა, რომ ცალმხრივად აკრძალავს იმპორტს, რაც თავის მხრივ დაარღვევს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პრინციპს. მანამდე უნგრეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ იმავეს გააკეთებდნენ ევროკომისიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ.
იაფი უკრაინული პროდუქციის შემოდინებამ გადასახადების არარსებობის გამო გამოიწვია ის, რომ ამ ქვეყნების ფერმერების საკუთარ პროდუქტებს კონკურენტუნარიანობა შეუმცირდა.
უკრაინა, მის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაწესებული აკრძალვის გამო, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. ინფორმაცია უკრაინის ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ტარას კაჩკამ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ დაადასტურა. მისი თქმით, „კიევს შეუძლია საპასუხო ზომები დაუწესოს პოლონეთს, თუ ვარშავა უკან არ დაიხევს“.
„მნიშვნელოვანია იმის დამტკიცება, რომ ეს ქმედებები იურიდიულად არასწორია. ამიტომ ხვალ ჩვენ დავიწყებთ სასამართლო პროცესებს. ჩვენი აზრით, ეს ზომები (გადაწყვეტილება უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტზე აკრძალვის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით) ევროკომისიის მიმართ სრული უნდობლობის გამოცხადებაა“, - აღნიშნა უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა ტარას კაჩკამ.
მისი თქმით, უკრაინა პოლონეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების გატარების შესაძლებლობას განიხილავს, თუ ვარშავა უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვაზე უარს არ იტყვის.
ადრე აქ რომელღაცა ჩვენიანმა (მგონი ძია იყო ) რაღაც სტატია--ინფორმაცია დადო, სადაც უკრაინის შავმიწა ნიადაგების ამერიკელებისგან შესყიდვაზე ეწერა, ფაქტიურად უკრაინის მთელი სასოფლო--სამეურნეო მიწები ამერიკელ მილიარდელებს ქონდათ ნაყიდი . ასე რომ იმ მიწებზე მოყვანილი მოსავალიც (ანუ ხორბალი) ამერიკელებისა
ჰოოდა ამერიკელები იმიტომაც ბალეშიკობენ იმ ხორბლის(ანუ ფაქტიურად თავიაანთი ხორბლის) გაზიდვა--გაყიდვას...
იმიტომაც ,,ეთუთქებათ,, გული დამშეული აფრიკელი მოსახლეობის ცოდვით--იმათ მივყიდოთო და სინამდვილ;ეში კი ჰოლ;ანდიაში ასაწყობებენ
შემდგომში გასასყიდად
მაშ არადა ამერიკელები თავიააანთ საკუთარ ხორბალს მუქთაზე აჩუქებენ აფრიკელებს
აბა ბიჯო----თუნდაც მთელი აფრიკა ოპტომ დახოცილა შიმშილით ---ამერიკას სუ სირზე არ კიდია აფრიკელებიიი??
თურმე კომუნიზმივით ისიც ილუზია ყოფილა