უცხოური მედია: “ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს მალულად ხვდება?”

უცხოური მედია: “ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს მალულად ხვდება?”

ყოფილ ვარსკვლავურ წყვილს, ჯენიფერ გარნერს და ბენ აფლეკს 10 წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ, სამი შვილი აკავშირებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბენ აფლეკმა ოჯახი რამდენიმე წლის წინ მომღერალ ჯენიფერ ლოპესთან ერთად შექმნა, მას ყოფილ მეუღლესთან ბავშვების გამო კავშირი მაინც აქვს.

რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ფოტოებში, სადაც ბენი და მისი ყოფილი მეუღლე ერთმანეთს მალულად შეხვდნენ, პაპარაცების და სოციალური მედიის ყურადღება მალევე მიიპყრო.

გამოცემების ნაწილი აღნიშნავს, რომ ყოფილ წყვილს უბრალოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვს, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა მეგობრობაზე მეტია, რადგან წყვილი ერთმანეთს ყველასგან მალულად ხვდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არავინ აკეთებს. უცნობია, დაშორდნენ თუ არა ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს.