ამერიკული პოპ-პანკ ჯგუფი Blink 182 ახალ ალბომს უშვებს. ამის შესახებ Billboard-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერი სახელწოდებით One More Time 20 ოქტომბერს გამოვა. ეს ჯგუფის პირველი ალბომი იქნება ბოლო 12 წლის განმავლობაში, რომლის ჩაწერაშიც Blink 182 „ოქროს შემადგენლობა“ მონაწილეობდა.
სულ მარკ ჰოპუსმა, ტომ დელონგმა და ტრევის ბარკერმა ალბომისთვის 17 სიმღერა ჩაწერეს. ტრეკის One More Time მოსმენა უკვე 21 სექტემბერს იქნება შესაძლებელი. ჩანაწერის პროდიუსერი Blink 182-ს დრამერი ბარკერია.
ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დელონგმა ტრიო 2015 წელს დატოვა, თუმცა 2022 წელს დაბრუნდა, რის შემდეგაც ჯგუფმა სინგლი Edging გამოუშვა და ტურში წავიდა.