15 სექტემბერს, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ექს-პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის საქმეზე პირველი მოსმენა გაიმართა. ფუნქციონერმა უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება - წერს Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი არ დაეთანხმა მის მიმართ სექსუალურ შევიწროების ბრალდებებს. დროებითი ზომების სახით პროკურატურამ მოითხოვა, რუბიალესმა ყოველ 15 დღეში აცნობოს მისი ადგილსამყოფელი, ასევე პროკურატურას სურს, რომ საქმის გამოძიების დროს ლუისს არ ჰქონდეს შეხება ფეხბურთელ ჯენი ერმოსოსთან.
შეგახსენებთ, რომ რუბიალესმა ერმოსოს ქალთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე აკოცა.