ინციდენტი „კავკასიაში“: ვინ არის დამნაშავე?

ინციდენტი „კავკასიაში“: ვინ არის დამნაშავე?

12 აგვისტოს გაიმართა სასამართლო პროცესი 8 ახალგაზრდაზე, რომლებსაც ბრალი ედებოდათ მიმდინარე წლის 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ მუშაობის შეფერხება, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და თითოეულს 4,5 წელი მიუსაჯა.

ამასთან, როგორც აღნიშნავს დამნაშავედ ცნობილი პირების ადვოკატი მანანა კობახიძე, გამოძიებამ ვერ წარადგინა საკმარისი საბუთები ბრალის დასამტკიცებლად.

მეტიც, „კავკასიის“ თანამშრომელთა ჩვენებები ადასტურებენ, რომ მომხდარის დროს ახალგაზრდები სტუდიაში იმყოფებოდნენ და ისინი არაფერს აშავებდნენ.

თუმცა სასამართლომ რატომღაც გაიზიარა მოგვიანებით მოსული პოლიციელების პოზიცია, რომ დამნაშავეა სწორედ ისინი, „მართმადიდებელ მშობელთა კავშირის“ რვა წევრი.