პრინცესა დიანას სვიტერი ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე $1.14 მილიონად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.
აუქციონის ორგანიზატორებმა სვიტერი თავდაპირველად 50 800 დოლარად შეაფასეს, თუმცა საბოლოოდ, ის რეკორდულ ფასად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა უცნობია.
წითელი სვიტერი ცხვრებით, პრინცესა დიანას 1981 წელს ეცვა, როდესაც ის პრინც ჩარლზის საცოლე იყო.