ანრი ოხანაშვილი: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დიდ შეთანხმებას კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის

ანრი ოხანაშვილი: არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი აქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დიდ შეთანხმებას კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და ამას აქვს შესაბამისი მყარი საფუძველი, რომ ადგილი აქვს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დიდ შეთანხმებას კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის. ეს არცერთ შემთხვევაში არ არის სახელმწიფოს სასარგებლო და სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი შეთანხმება. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ეს გარიგება და ეს მძიმე შეთანხმება რომ გადაიფაროს, სჭირდება გარკვეული პიარკამპანია. ის, რომ საზოგადოებას როგორღაც დააჯერონ, რომ ეს არ არის შეთანხმება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის, არამედ ადგილი აქვს სახვა რამეს, ამისთვის მათ მოიგონეს ასეთი რამ, რომ სალომე ზურაბიშვილი იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის და მის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. ამით ცდილობენ გადაფარონ თავიანთი მავნებლური ანტისახელმწიფოებრივი შეთანხმება“, - განმარტა ანრი ოხანაშვილმა.