52 წლის მილიარდერ ილონ მასკს და 35 წლის მომღერალ გრაიმსს (კლერ ბუშე) საიდუმლო მესამე შვილიც ჰყავთ, რომელსაც ტექნო მექანიკუსი ჰქვია. ამის შესახებ Insider-ი SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ბიოგრაფიაზე დაყრდნობით წერს.
„ილონ მასკის ახალი ბიოგრაფია ადასტურებს, რომ Tesla-ს გენერალურ დირექტორს ჰყავს აქამდე დაურეგისტრირებელი მესამე შვილი მისი ყოფილი პარტნიორისგან - კანადელი მომღერლის, გრაიმსისგან“, - წერს Insider-ი.
ჟურნალისტების განმარტებით, ბავშვს მოფერებით ტაუს ეძახიან. მისი ასაკი და დაბადების ადგილი არ საჯაროვდება. Insider-ი ასევე აღნიშნავს, რომ მასკს უკვე 10 შვილი ჰყავს.
უოლტერ აიზექსონის ბიოგრაფია კი 12 სექტემბერს გამოვა.