მედია: მსახიობი კრის ევანსი დაქორწინდა

მედია: მსახიობი კრის ევანსი დაქორწინდა

ცნობილი მსახიობი კრის ევანსი დაქორწინდა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

არსებული ინფორმაციით, კაპიტანი ამერიკას როლის შემსრულებლის რჩეული ალბა ბაპტისტა გახდა, რომელიც ასევე მსახიობია და თავისუფლად საუბრობს 5 ენაზე. წყვილი 9 სექტემბერს, საკუთარ სახლში დაქორწინდა. ცერემონიას მათი ნათესავები და მეგობრები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ ევანსის კოლეგები Marvel-ის ფილმებიდან - რობერტ დაუნი უმცროსი, კრის ჰემსვორთი და ჯერემი რენერი.

42 წლის ევანსისა და 26 წლის ბაპტისტას რომანის შესახებ გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, თუმცა ჟურნალისტების ცნობით, წყვილი ერთმანეთს მანამდე უკვე 1 წლის განმავლობაში ხვდებოდა.