მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხდება კონსტიტუციის განზრახ და უხეშად დარღვევა, ამას ჰქონდეს სათანადო შეფასება, ვინაიდან ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება კონსტიტუციასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როცა ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ძირითად კანონზე. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხდება ამ კანონის განზრახ და უხეშად დარღვევა, ამას ჰქონდეს სათანადო შეფასება, ვინაიდან ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება კონსტიტუციასთან. იმპიჩმენტის პროცესს, მათ შორის, მომავლისთვის სიცხადის შეტანის აუცილებლობა განაპირობებს. რაც ჩვენ ამ დღეებში ამ ქმედებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მათ შორის, ოპოზიციისა და სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად უდიერად ეპყრობიან ეს ჯგუფები ჩვენს კონსტიტუციას. ამბობენ, რომ „კონსტიტუცია კი შეიძლება დაირღვა, მაგრამ...“. ეს „მაგრამ“ დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიერ დაწესებული წესების უხეში და განზრახ დარღვევის მიმართ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ იყო ჩვენი რეაგირება მნიშვნელოვანი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ ქმედებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.