ზიზღის კამპანია არის დამახასიათებელი რადიკალებისთვის. სიტყვის თავისუფლებას და გამოხატვის თავისუფლებას ზიზღის ენასთან და ზიზღის კამპანიასთან არაფერი საერთო არ აქვს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
„შესაბამისად ნებისმიერი განცხადება, მათ შორის ის რაც ღამბაშიძემ გააკეთა, კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანების რეალურ სახეს და მათ რეალურ მიზნებს“, - დასძენს მიქანაძე.
ზიზღი, როგორც რადიკალური ჯგუფების ბრძოლის იარაღი - სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, მიზანი უცვლელია - საზოგადოების გაყოფა და დაპირისპირება. განსხვავებულ მოსაზრებას ავითარებს ერთ-ერთ პოდკასტში ლევან ღამბაშიძე, რომელმაც თქვა, რომ არის ხალხი, რომელსაც ზიზღის ლეგიტიმური უფლება აქვს.