თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის, ეს არჩევნები ვერ იქნება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია პაატა ბურჭულაძესთან ერთად, სერიოზულად განიხილავს არჩევნების ტელეფონით ჩატარებას.
„ძალიან რთულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. იცით, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ფაქტობრივად ბოლო მიღწევებით ვატარებთ არჩევნებს და 4 ოქტომბერსაც მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება არჩევნები. თუ ვინმეს უნდა, რომ ვინმეს დაურეკოს, დაურეკოს. ეს პრობლემა არ არის. ეს არჩევნები ვერ იქნება“, - აღნიშნა ბოჟაძემ.