არჩილ გორდულაძე: ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, სასაცილო მდგომარეობაში არიან, სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ

არჩილ გორდულაძე: ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, სასაცილო მდგომარეობაში არიან, სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ

ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

არჩილ გორდულაძემ კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ „ტელეფონებით არჩევნები, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება“.

გორდულაძის შეფასებით, ეს არასერიოზულია.

„აგენტურის წარმომადგენლებმა რაღაც ხომ უნდა თქვან? სათქმელი რომ არაფერი აქვთ, უტოპიაში გადავიდნენ – ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია. ისინი აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ. თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. როცა საუბრობენ, რომ არჩევნებზე ბიულეტენებმა გაჟონა და ხმის ფარულობა დაირღვა, ტელეფონით ჩატარებული არჩევნებში რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები შეიძლება არსებობდეს? ეს ყველაფერი არასერიოზულია. ეს ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში არიან, მათ სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ. ზოგადად, პაატა ბურჭულაძეს ასეთი განცხადებები სჩვევია“, – აღნიშნა გორდულაძემ.