ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს.
„ეს პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი გარანტი როდესაც ხდება კონსტიტუციის მთავარი დამრღვევი, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება როგორც საზოგადოების, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. სწორედ ეს არის მთავარი მოტივი ამ პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტს საკუთარი ამბიციები უფრო წინ აქვს დაყენებული, ვიდრე კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.