დღეს უკვე ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს ამასთან [პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან] დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის ძალიან მძიმე ფაქტი და ამის რეაგირების გარეშე დატოვება უბრალოდ არ შეიძლებოდა მმართველი გუნდის მხრიდან. ეს იქნებოდა ჩვენი მხრიდან უპატივცემულობა ქვეყნის ძირითადი კანონის მიმართ. დღეს უკვე ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და საკონსტიტუციო სასამართლომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს ამ თემასთან [პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან] დაკავშირებით. პრინციპში სამსჯელო არც არაფერია იმდენად უხეშია და თვალნათელი კონსტიტუციის დარღვევა რომ პრინციპში, მარტივად სჭირდება ამას უბრალოდ დადასტურება და მეტი არაფერი, ეს არის პირველი კურსის, პირველი ლექციის კაზუსი, ამას კიდევ ერთხე გავიმეორებ“, - განაცხადა კობახიძემ.