უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების მკვლელობაში ადანაშაულებს

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების მკვლელობაში ადანაშაულებს

უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების მკვლელობაში ადანაშაულებს.

ოფიციალური კიევის განცხადებით, ორგანიზაცია „როუდ თუ რილიფის“ მოხალისეები, სლავიანსკიდან ბახმუტის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, როდესაც მათ მანქანას ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად, დაიღუპა ესპანეთის მოქალაქე ემა იგუალი და კანადის მოქალაქე, ენტონი იგნატი. დაშავდა კიდევ ორი მოხალისე, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.