ახალციხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა. 6-მა ადამიანმა დატოვა როგორც ფრაქცია, ასევე პარტია.
პარტიიდან წასულები აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მათ მიმართ რეპრესიებს ახორციელებდა იმის გამო, რომ ისინი თავის დროზე ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ ფრაქცია „ენმ“ და გადავიდეთ დამოუკიდებელ დეპუტატებად, სადაც ასევე შეუპოვრად გავაგრძელებთ ჩვენი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების ნებას პროდასავლური საქართველოს შენების კურსით“, - აცხადებს მიმართვაში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე დავით ახალკაცი.