ლონდონში დედოფალ ელისაბედის ხსოვნის პატივსაცემად კორგების აღლუმი გაიმართა

ლონდონში დედოფალ ელისაბედის ხსოვნის პატივსაცემად კორგების აღლუმი გაიმართა

ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთან დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას პატივი კორგების აღლუმით მიაგეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისის დედაქალაქში სამეფო ტანსაცმელსა და დიადემებში გამოწყობილი ძაღლები დაახლოებით 20-მა ადამიანმა გაიყვანა. ღონისძიების ორგანიზატორი აგატა კრერერ-გილბერტია, რომელმაც აღნიშნა, რომ სურს აღლუმმა ყოველწლიური ხასიათი მიიღოს.

„აქ მისი უდიდებულესობის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოვედით. ჩემი აზრით, კორგების დახმარებით ამის გაკეთება საუკეთესო არჩევანია, რადგან მას ძაღლების ეს ჯიში მთელი ცხოვრება უყვარდა. ჯერ კიდევ ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ დედოფალი ჩვენთან აღარ არის, მაგრამ ვიცი, ზეციდან გვიყურებს“, - განაცხადა ორგანიზატორმა.