ლოს-ანჯელესში ძაღლი სახლიდან გაიქცა და Metallica-ს კონცერტზე მივიდა

ლოს-ანჯელესში ძაღლი სახლიდან გაიქცა და Metallica-ს კონცერტზე მივიდა

აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ძაღლი სახელად სტორმი სახლიდან გაიქცა და სტადიონზე SoFi აღმოჩნდა, სადაც ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Metallica-ს კონცერტი მიმდინარეობდა. ამის შესახებ Metal Hammer-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კონცერტს სტადიონისთვის რეკორდული რაოდენობა - 80 ათასი ადამიანი დაესწრო, თუმცა ხალხმრავლობამ სტორმი არ შეაშინა. შოუზე ოთხფეხა მსმენელის გამოჩენას Metallica Twitter-ზე გამოეხმაურა. ჯგუფი არ აკონკრეტებს როგორ მოხვდა ძაღლი სტადიონზე, თუმცა განმარტავს, რომ მეორე დღეს ცუგა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.

„ალბათ გსმენიათ, რომ ოთხფეხა ფანი შემოგვიერთდა. გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ჩვენი მეგობარი სტორმი სახლიდან გამოიპარა და შოუზე დამოუკიდებლად მოვიდა. მეორე დღეს ის უსაფრთხოდ დაუბრუნდა თავის ოჯახს. მან მშვენიერი დრო გაატარა და უსმენდა თავის საყვარელ სიმღერებს. და თუ გაინტერესებთ, არა, თქვენი ფუმფულა მეგობრები ჩვენს შოუებზე არ უნდა მოიყვანოთ. თუმცა ამ ძაღლს ნამდვილად კარგი დღე ჰქონდა“, - წერს ჯგუფი.