ჯო ჯონასი და სოფი ტერნერი დაშორდნენ

ჯო ჯონასი და სოფი ტერნერი დაშორდნენ

34 წლის ამერიკელი მომღერალი ჯო ჯონასი და 27 წლის ბრიტანელი მსახიობი სოფი ტერნერი შორდებიან. ამის შეახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯონასმა განქორწინების შესახებ განცხადებით სასამართლოს უკვე მიმართა. საბუთების თანახმად, ჯონასი წყვილის ორ ქალიშვილზე საერთო მეურვეობის დაწესებას ითხოვს. წყვილმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.

ჯგუფ Jonas Brothers-ის წევრი და „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი 2019 წლის მაისში, ლას-ვეგასში დაქორწინდნენ. მათი პირველი ქალიშვილი 2020 წელს დაიბადა, მეორე კი - შარშან.