პატარა როიალი, რომელიც ერთ დროს მომღერალ ფრედი მერკურის ეკუთვნოდა, სოტბის აუქციონზე 2.2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
იამაჰას ფირმის როიალი, 1975 წელს იაპონიაში შეიძინეს და ინგლისში ჩაიტანეს. როკ ჯგუფ „ქუინის“ სოლისტმა ინსტრუმენტზე ჯგუფის ჰიტი Bohemian Rhapsody იმავე წელს შეასრულა.
როიალი ერთ-ერთი იყო იმ უამრავი ნივთიდან, რომელიც მომღერლის კოლექციის ნაწილი იყო და აუქციონზე გაიყიდა.
ჯამში აუქციონზე 59 ლოტი გასხვისდა. მათმა ღირებულებამ 15.4 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის იყო მომღერლის სასცენო კოსტიუმები, აქსესუარები და ნახატები.