შალვა პაპუაშვილი: ჟოზეფ ბორელის პოზიციაა, რომ მიუღებელია ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა - ხელისუფლება არის ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული

შალვა პაპუაშვილი: ჟოზეფ ბორელის პოზიციაა, რომ მიუღებელია ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა - ხელისუფლება არის ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული

ჟოზეფ ბორელის პოზიციაა, რომ მიუღებელია ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა კითხვაზე, რა პოზიცია აქვს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„როდესაც ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა ხდება, თოთო ევროპარლამენტარის მხრიდან, ეს არის მათი კერძო მოსაზრება და არ წარმოადგენს ევროკავშირს. შეხვედრაზე ამაზეც იყო საუბარი. რა თქმა უნდა, ჟოზეფ ბორელის პოზიციაა, რომ მიუღებელია ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა. ხელისუფლება არის ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული, მისი წარმომადგენელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტში შეხვედრას მართავს. ჟოზეფ ბორელს პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხვდებიან.