ლეგენდარული მსახიობი ალ პაჩინო და ნურ ალფალაჰი შვილის გაჩენიდან 3 თვის შემდეგ დაშორდნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 29 წლის ალფალაჰმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს ბავშვზე მეურვეობის დაწესების თხოვნით უკვე მიმართა. საბუთებში, რომლებიც ჟურნალისტებმა მოიპოვეს, ასევე აღნიშნულია, რომ ქალი პაჩინოს ბავშვის ნახვას არ აუკრძალავს.
პაჩინოსა და ალფალაჰის ურთიერთობა 2022 წლის აპრილში დაიწყო. ზაფხულში წყვილს ვაჟი - რომან ალფალაჰ პაჩინო გაუჩნდა. რომანი პაჩინოს მეოთხე შვილია. მისი უფროსი ქალიშვილი ჯული 33 წლისაა. მას ასევე ჰყავს 22 წლის ტყუპი - ანტონი და ოლივია.