აშშ-ში მიმდინარე სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვა კალიფორნიის შტატის ეკონომიკას უკვე 5 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სავარაუდოდ ზარალი უფრო გაიზრდება, რადგან ბოლო მოლაპარაკებები პროფკავშირებსა და კინოსტუდიებს შორის უშედეგო აღმოჩნდა.
პროტესტის გამო სტუდიებმა ცნობილი სერიალებისა წარმოება და ფილმებზე მუშაობა შეაჩერებს, რაც ნეგატიურად აისახა კვებისა და ქიმწმენდის ობიექტები, მძღოლების და კინოინდუსტრიასთან დაკავშირებულ სხვა ობიექტების მუშაობაზე.
ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს სცენარისტების გილდიის პირველი გაფიცვაა, რომელიც 2 მაისს დაიწყო. ივლისში მას ჰოლივუდის მსახიობებიც შეუერთდნენ. გაფიცვის მონაწილეები ხელფასების გაზრდასა და სტრიმინგ-სერვისების და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე კონტრაქტების გადახედვას ითხოვენ.
გაფიცვა უკვე 124 დღეა გრძელდება. ჰოლივუდში ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა 1988 წელს დაფიქსირდა და 153 დღეს გაგრძელდა.