„ბარბი“ წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

„ბარბი“ წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

გრეტა გერვიგის კომედიამ „ბარბი“ უქმეებზე მსოფლიოს მასშტაბით 1,36 მილიარდი დოლარი შეაგროვა და წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. ამის შესახებ Collider-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აქამდე 2023 წლის ყველაზე წარმატებული სურათი იყო „ძმები სუპერ მარი კინოში“, რომლის შემოსავალმაც 1,358 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ბარბის“ პრემიერა 2023 წლის 21 ივლისს შედგა. სურათის შემოსავალმა 1 მილიარდს სულ რაღაც 17 დღეში გადააჭარბა. ეს Warner Bros.-ის ყველაზე წარმატებული რელიზი გახდა, რომელმაც სტუდიის წინა რეკორდსმენებს - „შავ რაინდსა“ და „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები. ნაწილი 2“ გაუსწრო.

„ბარბი“ ასევე ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული ყველაზე შემოსავლიანი ფილმია ისტორიაში.