ლეგენდარული როკ-ჯგუფი The Rolling Stones 18 წლის განმავლობაში პირველ ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერი სახელწოდებით Hackney Diamonds 20 ოქტომბრიდან გაიყიდება. მასში 12 კომპოზიცია შევიდა. ამ ეტაპზე მათგან მხოლოდ ერთის მოსმენაა შესაძლებელი. სიმღერა Angry („გაბრაზებული“) ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. კრიტიკოსების ნაწილის შეფასებით, ეს Stones-ის საუკეთესო სინგლია ბოლო 40 წლის განმავლობაში.
ალბომის ჩაწერაში ჯგუფის სამივე დარჩენილი წევრი მონაწილეობდა - კიტ რიჩარდსი, რონი ვუდი და მიკ ჯაგერი. Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი 2021 წელს, კიბოთი გარდაიცვალა, თუმცა ალბომის 2 კომპოზიციაში მის მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს ჩაწერილი პარტიებია გამოყენებული. დანარჩენ 10 ტრეკში კი დრამზე სტივ ჯორდანი უკრავს.