შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ვასილი ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ვასილი ბ. რუსთავში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრა, ხოლო ბინის ჩხრეკისას 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სულ ამოღებულია 5,0863 გრ ოპიუმი.

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მას „ოპიუმი“-ს და „მეტადონი“-ს ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).