დევიდ კრამერი: ბრალდებები აშშ-ში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს

დევიდ კრამერი: ბრალდებები აშშ-ში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს

ბრალდებები აშშ-ში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა.

„ბრალდებები აშშ-ში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სიმართლეს. ამერიკის 60-ზე მეტმა სასამართლომ განიხილა არჩევნების შესაძლო არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელები და არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა. ვინც ისევ ამტკიცებს, რომ აშშ-ში არჩევნების შედეგები გაყალბდა, ცრუობს. არ მინდა აქ არჩევნების განსჯა მანამდე, სანამ ის ჩატარდება, მაგრამ ორივე პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ამაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ ოფიციალურ პირებს, რომლებიც არჩევნებს ატარებენ“, - აცხადებს კრამერი.