სრულიად საქართველოს კათალიკოსი ამბროსი დააპატიმრეს

სრულიად საქართველოს კათალიკოსი ამბროსი დააპატიმრეს

ოქტომბრის უკანასკნელ რიცხვებში საგანგებო კომისიის აგენტებმა გადაიყვანეს მეტეხის საპყრობილეში სრულიად საქართველოს კათალიკოსი ამბროსი.

თითქმის ორი წელიწადია, რაც ასეთ დევნას განიცდის მოხუცი კათალიკოსი. ჯერ გამოუკეტეს კარი მისივე ყოფილ სახლის ერთ-ერთ ოთახში, შემდეგ გაიყვანეს ბნელ და სრულიად მოუწყობელ ბინაზე სიონის ტაძრის ეზოში და ამ გზით ჩამოაშორეს მთელ ერს და ეკლესიას.

ასეთს ტანჯვას განიცდის კათალიკოსი მხოლოდ იმისთვის, რომ მტკიცეთ იცავს თავის სარწმუნოებას და საქართველოს დამოუკიდებლობას.

გადმოგვცემენ, რომ როდესაც საგანგებო კომისიის აგენტებმა გამოუცხადეს კათალიკოსს გადაწყვეტილება მისი მეტეხში გადაყვანის შესახებ, მცხოვანმა მოძღვარმა მიუგო: „თავიდანვე უნდა მოქცეულიყავით ასეო.“

ასე სტეხენ ჯალათები ფიზიკურად კათალიკოსს, მაგრამ სულიერად ძლიერ მოხუცს ვერას გზით ვერ ამოგლიჯეს სინდისი და სიყვარული ტანჯულ საქართველოსადმი.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას