31 ივლისს მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა.
მან აეროპორტშივე განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს პერიოდში „საკანში“ დაბრუნებასაც გეგმავს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბრძოლა უკეთესობისთვის გაგრძელდება. შესაძლოა, "საკანი ¹5"-ის ფორმატიც შეიცვალოს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ, რომელსაც აეროპორტში ახლობლები დახვდნენ.