მომღერალი ბრიტნი სპირსი და მისი ქმარი სემ ასგარი 14-თვიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. ამის შესახებ BBC ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წყვილის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. 29 წლის ასგარი და 41 წლის სპირსი 2022 წლის ივნისში დაქორწინდნენ, ერთმანეთი კი 2016 წელს, სპირსის ერთ-ერთი ვიდეორგოლის გადაღებაზე გაიცნეს.
ასგარი სპირსის გვერდით იყო, როდესაც მას მენტალურ ჯანმრთელობასთან ჰქონდა პრობლემები და მამის მეურვეობისგან გათავისუფლების პროცესში მხარს უჭერდა.