მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა ბენ აფლეკმა Howard Stern-თან ინტერვიუს დროს ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობაზე საჯაროდ ისაუბრა, ის სოციალურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ადამიანია.
როგორც იცით, ამერიკელმა პროდიუსერმა ალკოჰოლზე დამოკიდებულება ყოფილ მეუღლეს დააბრალა და განაცხადა, რომ მასთან ურთიერთობის შენარჩუნების შემთხვევაში სმას აუცილებლად გააგრძელებდა.
ბენ აფლეკს სოციალურ მედიაში აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ პირადი პრობლემების საკუთარი შვილების დედაზე საჯაროდ გადაბრალება უსამართლო ნაბიჯია.
ბენ აფლეკის რომანტიკული ურთიერთობები უცხოური გამოცემების ყურადღების ობიექტივში წლების განმავლობაში ექცეოდა.
წარმოგიდგენთ 6 ცნობილ ქალბატონს, რომელსაც ბენ აფლეკი ხვდებოდა.
ჩეიენ როტმანი
გვინეტ პელტროუ
ჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერ გარნერი
ლინდსი შუკუსი
ანა დე არმასი