მარგო რობი ბავშვობაში ბარბებით თამაშს ვერ იტანდა

მარგო რობი ბავშვობაში ბარბებით თამაშს ვერ იტანდა

ბევრი ადამიანისთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს, თუმცა “ბარბის” როლის შემსრულებელ ვარსკვლავს მარგო რობის ბარბი ბავშვობის ასაკში არც ხიბლავდა, არც მისით უყვარდა თამაში და არც მისი სათამაშო ჰქონდა სახლში. მსახიობი იხსენებს, რომ მაშინ, როდესაც ავსტრალიაში იზრდებოდა, მხოლოდ მაშინ ჰქონდა საშუალება ეთამაშა სათამაშოებით, როდესაც უახლოეს ნათესავებს სტუმრობდა.

“ავსტრალიაში Gold Coast-ში გავიზარდე. პატარაობაში ჩემს ბიძაშვილთან დავდიოდით ხშირად სტუმრად, სადაც ვთამაშობდით ბარბებით, რომ ვთქვა, რომ სახლში ბევრი მსგავსი სათამაშო მქონდა, ან მათ გარეშე ვერ ვძლებდი, ეს სიმართლე არ იქნება”.

ბარბის როლზე მარგო რობისთან ერთად ენ ჰეტევეი და ემი შუმერი განიხილებოდნენ. შემოქმედებითმა გუნდმა “ბარბის” ქასთინგებზე “ბარბის ენერგიის” მქონე გოგონები შეარჩიეს, ყველაზე მეტად კი ეს ენერგია გალგადოში აღმოაჩინეს. გუნდის წევრებმა“ბარბი” ასევე დუა ლიპას, შერონ რუნის, ანა კრუზ კეინის, ალექსანდრა შიპის და ქეით მაკკინონის პერსონაჟებშიც შენიშნეს. მარგო რობის ფენომენალური გარეგნობა, რა თქმა უნდა, ზუსტად ჯდებოდა ბარბის მახასიათებლებში, მისი ქერა თმა, ცისფერი თვალები და აღნაგობა უფრო ალამაზებდა მის პერსონაჟს, თუმცა შემოქმედებითმა გუნდმა ჩათვალა, რომ ეს იყო სტერეოტიპული კრიტერიუმების და აზროვნების მქონე ბარბი, მათ კი უნდოდათ, რომ ფილმი უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო.

მარგო რობის ერთგვარი მოთხოვნა, რომელიც პროდიუსერებმა და რეჟისორმა გაითვალისწინეს, არის ის, რომ ბარბი არ უნდა ყოფილიყო სექსუალური. მსახიობის თქმით, რადგან მას ფილმში ჰქონდა პატივი, განესახიერებინა ლეგენდარული ბარბი, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს პერსონაჟი ყოფილიყო ტრადიციული ღირებულებების და ყველანაირი თაობისთვის მოსაწონი.

“ბარბი ხომ თოჯინაა, მას აქვს პლასტმასის სხეული და ორგანოები, ის ვერ იქნება ბუნებრივი, ის არ უნდა იყოს სექსუალური. წესით, ვერ უნდა გრძნობდეს თავს მიმზიდველად ან სასურველად. მას შესაძლოა აცვია ვარდისფერი მოკლე კაბა, თუმცა არა იმიტომ, რომ სექსუალურია, არამედ იმიტომ, რომ ფერადი, სახალისო და ლამაზია”.

მიუხედავად იმისა, რომ მარგო რობის კარიერის მანძილზე არაერთი ლამაზმანის როლი მოურგია, ის ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ საკუთარ თავს ზოგჯერ საერთოდ არ მიიჩნევს ლამაზად. საინტერესოა, როგორ ემზადება მარგო რობი გლამურულ პრემიერებზე გამოსაჩენად.

“როდესაც მნიშვნელოვანი საღამოსთვის ვემზადები, ყოველთვის ვცდილობ ბევრი მაკიაჟი არ მქონდეს გაკეთებული, რადგან ხშირად ვიოფლები და შემდეგ ეს ყველაფერი სახეზე არაბუნებრივად ჩნდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზოგჯერ გლამურული საღამოებიც დამღლელია და შეიძლება სახლში ისეთი დაღლილი დავბრუნდე, რომ საერთოდ არ მინდოდეს მეორედ წითელ ხალიჩაზე გასვლა. ვცდილობ, თვალის ლაინერი ასეთი საღამოებისთვის არასდროს წავისვა. ტუჩსაცხს ყოველთვის ვისვამ და თან სულ ჩანთით დამაქვს. ვცდილობ, მკვეთრი ფერები არ გამოვიყენო, რადგან საშინლად არ მიხდება”.

“რაც შეეხება ფოტოსესიებს, საიდუმლოს გაგიმხელთ. როდესაც თქვენ ხედავთ ფოტოებს, სადაც ჭორფლები გვიჩანს და რომლებიც ბუნებრივი გგონიათ, ცდებით. ჩვენ “ტონობით” მაკიაჟს გვიკეთებენ და შემდეგ ზემოდან წარბის ფანქრით ჭორფლებს გვახატებენ, რათა ფოტოები დამუშავების შემდეგ მაქსიმალურად ბუნებრივი გამოჩნდეს. მსგავსი მომენტები ძალიან მიყვარს, რადგან თავს სულ ახაგაზრდულად ვგრძნობ ხოლმე”.

საინტერესოა, როგორ განიტვირთება დილა–საღამოს ცნობილი მსახიობი, გადატვირთული დღის დასაწყისში, ან მის შემდეგ.

“ჩემი ფავორიტი სასმელი არის ჩაი. ჩაის ძალიან დიდი რაოდენობით ვსვამ, ყავას საერთოდ არა, მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ თავი ძალიან მტკივა, ასეთ დროს კოფეინი ძალიან კარგია. Dilmah არის ჩემი ფავორიტი ჩაის ბრენდი, ჩაისთან ერთად ძალიან ბევრ წყალს ვსვამ, ყოველთვის ვცდილობ ბევრი სითხე მივიღო”.

მარგოს ერთ–ერთი ფავორიტი სუნამო“ქელვინ ქლაინის” Deep Euphoria-ა, მსახიობი ბრენდის კამპანიაშიც გამოჩნდა არაერთხელ, რამაც სუნამოს გაყიდვები უფრო გაზარდა. მსახიობი აღნიშნავს, რომ სილამაზის ინდუსტრია მას ძალიან აინტერესებს, სუნამოებსაც ხშირად იყენებს და მაკიაჟსაც იკეთებს, თუმცა ნანობს, რომ 15-20 წლის ასაკში ამ თემებით ზედმეტად იყო დაინტერესებული.

“როდესაც 16 წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ბევრი მაკიაჟის წასმა მჭირდებოდა, ჩემს თავს ამ ასაკში ვურჩევდი, რომ ბუნებრივი სილამაზე დაეფასებინა და ნაკლებად ყოფილიყო დაკომპლექსებული. ვეტყოდი, რომ თვალები ისედაც ფერადი მქონდა და ჩრდილები აღარ მჭირდებოდა, ჩემი ლოყები ისედაც ვარდისფრდებოდა და “ბლაში” აღარ უნდა გამომეყენებინა, ჩემი ტუჩები კი წითელი იყო და ტუჩსაცხის გამოყენება საჭირო არ იყო. თინეიჯერებს და ახალგაზრდა გოგონებს ვურჩევდი, რომ დააფასონ საკუთარი თავები და სილამაზე, ნუ ეცდებიან “მალე გაიზარდონ”, ყველა ასაკს აქვს თავისებური სილამაზე”.