ახალ ფილმში ბრიტანეთის პრინცსა და აშშ-ის პრეზიდენტის შვილს ერთმანეთი უყვარდებათ ახალი ფილმი,

ახალ ფილმში ბრიტანეთის პრინცსა და აშშ-ის პრეზიდენტის შვილს ერთმანეთი უყვარდებათ ახალი ფილმი,

ახალი რომანტიკული კომედია Red, White & Royal Blue ("წითელი, თეთრი და სამეფო ლურჯი"). ფილმი, რომელიც ამავე სახელწოდების მქონე ბესტსელერ რომანს ეფუძნება, ივლისში ლონდონელმა მაყურებელმა კინოთეატრში იხილა, მალე კი ის უკვე Amazon Prime Video-ის სტრიმინგ პლატფორმაზეც იქნება განთავსებული.
 
Red, White & Royal Blue ამერიკელი მწერლის, ქეისი მაქკვისტონის, 2019 წელს გამოცემული წიგნის ეკრანიზაციაა. ის აშშ-ის პრეზიდენტის შვილის, ალექსისა და ბრიტანეთის პრინც ჰენრის რომანტიკულ ურთიერთობაზე გვიყვება. ჰენრისა და ალექსის შორის თავდაპირველი მტრული დამოკიდებულება სამეფო ქორწილში ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიდის. თუმცა, მას შემდეგ, რაც მომხდარი ინციდენტი ტაბლოიდების მთავარი თემა ხდება, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა კი საფრთხის ქვეშ დგება, ოჯახები მათ აიძულებენ, შერიგება გაითამაშონ — ეს შეთანხმება ჯერ მეგობრობაში, შემდეგ კი უფრო მეტშიც გადაიზრდება.
 
Red, White & Royal Blue-ში მთავარ როლებს ტეილორ ზაქარ პერესი და ნიკოლას გალიცინი ასრულებენ. მათთან ერთად, ფილმში ასევე მონაწილეობენ უმა თურმანი, სტივენ ფრაი, რეიჩელ ჰილსონი და სხვები. რომანტიკული კომედიის რეჟისორი მეთიუ ლოპესია, რომლისთვისაც ეს პირველი სრულმეტრაჟიანი კინონამუშევარია.