მომღერალი გრაიმსი ყოფილ ქმარ ილონ მასკთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს გამოცდილება მისთვის "საუკეთესო სტაჟირება" იყო. მასკს და მუსიკოსს 2 შვილი ჰყავთ. ახალ ინტერვიუში გრაიმსმა კარიერასთან ერთად, ცნობილ ბიზნესმენთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
"მასთან ურთიერთობა დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. ძალიან ბევრი ვისწავლე როგორც იმაზე, როგორ ვმართო ჩემი მენეჯმენტის გუნდი, ასევე, ზოგადად ცხოვრებაზეც. მასთან ურთიერთობამ უფრო მტკიცე და ჭკვიანი გამხადა", — აღნიშნავს მომღერალი.
რაც შეეხება იმას, თუ თავად რა ასწავლა ყოფილ ქმარს, მუსიკოსის თქმით, ეცადა, მასკისთვის გართობის მნიშვნელობაც დაენახებინა და ოჯახური გარემოს შექმნაზე ეზრუნა.
ილონ მასკმა და გრაიმსმა შეხვედრა 2018 წელს დაიწყეს და 2020 წელს პირველი ვაჟიც შეეძინათ, რომელსაც თავიდან X Æ A-12 ერქვა, შემდეგ კი ბავშვს სახელი შეუცვალეს და X Æ A-Xii დაარქვეს, თუმცა კალიფორნიის კანონი იურიდიულ სახელში ნომრების გამოყენებას კრძალავს. მეორე შვილი კი, 2021 წლის დეკემბერში გაუჩნდათ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა. გრაიმსი და ილონ მასკი ამის შემდეგ ცოტა ხნით ისევ შერიგდნენ, თუმცა საბოლოოდ, მომღერალმა 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ ბიზნესმენს საბოლოოდ დაშორდა, მაგრამ ისინი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.