კვლევა: ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად დღეში 5 000 ნაბიჯზე ნაკლების გავლაც საკმარისია

კვლევა: ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად დღეში 5 000 ნაბიჯზე ნაკლების გავლაც საკმარისია

ახალი კვლევის მიხედვით, დღეში 5 ათას ნაბიჯამდე გავლაც პოზიტიურად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა პოლონეთის ლოდზის სამედიცინო უნივერსიტეტისა და აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა ჩაატარეს. მათ 226 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემების შეისწავლეს და დაადგინეს, რომ დღეში 4 ათასი ნაბიჯის გადადგმაც კი ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს, 2 300 ნაბიჯზე მეტი კი დადებით გავლენას ახდენს გულსა და სისხლძარღვებზე.

ამასთან, რაც უფრო მეტს დადის ადამიანი, მით უფრო მეტ სარგებელს იღებს. კერძოდ, 4-ათასიანი ნიშნულის შემდეგ ყოველი დამატებითი 1000 ნაბიჯი ნაადრევი სიკვდილის რისკს 15%-ით ამცირებს. ეს შედეგები ყველა ასაკისა და სქესის ადამიანისთვის სწორია, თუმცა ყველაზე დიდი დადებითი ეფექტი სიარულს 60 წლამდე ასაკის ადამიანებში შეინიშნება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ყოველწლიურად 3,2 მილიონი გარდაცვალების მიზეზი ხდება. ეს სიკვდილის გამომწვევი სიხშირით მეოთხე მიზეზია.