ბიონსეს ალბომ რენესანსის ტურმა $100,000 გადაიხადა, რომ ქალაქ ვაშინგტონის 98-ვე მეტროსადგურს 1 საათით გვიანობამდე ემუშავა და ფანებს კონცერტის შემდეგ ტრანსპორტით სარგებლობა შესძლებოდათ.
6 აგვისტოს ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის გამო ბიონსეს კონცერტის დაწყების დრომ გადაიწია, მანამდე კი ფანები სტადიონის მიერ შექმნილ უსაფრთხო ადგილას აფარებდნენ თავს. მომღერლის გუნდმა იზრუნა იმაზე, რომ გულშემატკივრებს ამის გამო სახლში დაბრუნების პრობლემა არ ჰქონოდათ.
"უამინდობის გამო, რამაც შესაძლოა დღეს ბიონსეს კონცერტის დაწყება გადადოს, ვაშინგტონის მეტრო მატარებლების მუშაობის დროს 1 საათით გადაწევს. დამატებითი საათი რენესანსის ტურის მიერ $100,000-ით ანაზღაურდება, რაც ქალაქის 98 მეტროსადგურის მუშაობის ხარჯებს დაფარავს", — წერია ვაშინგტონის მეტროპოლიტენის ოფიციალურ განცხადებაში.